GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სკოლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

15 დეკემბერს გლდანი-ნაძალადევის რაიონის მე-11, 175-ე, 177-ე, 129-ე და 133-ე სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

ღია კარის დღეების ფარგლებში მათ უნივერსიტეტის ყველა სკოლა მასპინძლობდა.

მოსწავლეები, ტრადიციისამებრ, ეწვივნენ კრიმინალისტიკის ლაბორატორიას, გაეცნენ სტომატოლოგიის, ბიზნესის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, აგრეთვე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სასწავლო პროგრამებს.

სტუდენტებმა მოსწავლეებს დაათვალიერეს სასწავლო გარემო და აჩვენეს ვიდეოკოლაჟი როგორ სწავლობენ, ისვენებენ და ერთობიან.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური