GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პოლონეთის ელჩი ეწვია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. ქართველი სტუდენტები სასწავლო კურსს გადიან პოლონეთში, პოლონელი სტუდენტები კი – საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.

ამ ურთიერთობის გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ პოლონეთის ელჩის, მისი აღმატებულება მარიუშ მაშკიევიჩისა და მისი მეუღლის ვიზიტი უნივერსიტეტში.

ელჩმა საინტერესო ლექცია წაიკითხა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებისა და ევროკავშირის პერსპექტივების შესახებ. დასასრულს კი ამომწურავად უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

ლექციის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი, აუდიტორიები და ლაბორატორიები. მაღალი შეფასება დაიმსახურა შენობის არქიტექტურულმა გადაწყვეტამ და არასტანდარტულმა, ფუნქციურად დიფერენცირებულმა აუდიტორიებმა. სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრმა.

ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და განვითარებას.

სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მადლობას უხდის პოლონეთის ელჩს მარიუშ მაშკიევიჩსა და მის მეუღლეს საინტერესო ვიზიტისათვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური