GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლებისმოსწავლეები სტუმრობდნენ

1-ლ დეკემბერს ღია კარის დღეების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის – 130-ე, 147-ე, 155-ე და 169-ე საჯარო სკოლების, მოსწავლეები სტუმრობდნენ.

უნივერსიტეტის სკოლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, მოსწავლეებს ტრადიციულად თეორიულად და პრაქტიკულადაც გააცნეს თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამები, ესაუბრნენ იმ გაცვლითი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულება მათ მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მოსწავლეებს სასწავლო გარემო დაათვალიერებინეს და მეგობართა კლუბშიც გააწევრიანეს.

უნივერსიტეტში ღია კარის დღეები გრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური