GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია გაიმართა

13 ივნისს საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა და ექსპერტმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია „ბუნებრივი რესურსების მართვა“.

მეცნიერმა ლექციაზე ორი ძირითადი საკითხი განიხილა: ნედლეული, გლობალური ეკონომიკა და საქართველოს ადგილი გეოპოლიტიკურ რუკაზე.

ექსპერტმა ისაუბრა გლობალური ეკონომიკის განვითარებაში ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნების როლსა და ადგილზე და ამ პროცესებზე მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გავლენის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველომ თავისი ადგილი უნდა იპოვოს და გახდეს ენერგორესურსების მსოფლიო მნიშვნელობის გამანაწილებელი ცენტრი.
ალექსანდრე თვალჭრელიძე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო, კერძოდ, 2009 წლის რუსეთ-უკრაინის „გაზის ომს“, რომელიც, მისი შეფასებით, შემდგომი გეოპოლიტიკური მოვლენების განმაპირობები ფაქტორიც გახდა.

დასასრულს, მეცნიერმა შეაჯამა ლექცია და აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკური მიზეზები ედო საფუძვლად და იგი „ნავთობის იარაღის“ წინდაუხედავი გამოყენებით იყო გამოწვეული.

ექსპერტმა სტუდენტების დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური