GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში „ალმას თასი – 2019“

ახლად შექმნილი სტუდენტური გაერთიანება „ალმა მატერის“ ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში „ალმას თასი – 2019“.

ტურნირში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები და პარტნიორი სკოლების – ევროპული სკოლის, თბილისის №23 და №98 საჯარო სკოლების, საფეხბურთო გუნდები.

ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ის მიესალმა მონაწილეებს, წარმატება უსურვა თითოეულ მათგანს და მოიწონა სტუდენტური გაერთიანების ინიციატივა, ტურნირში პარტნიორი სკოლების ჩართვის თაობაზე.

ტურნირი ორ წრედ გაიმართა, ერთი მხრივ, სკოლები და, მეორე მხრივ, საუნივერსიტეტო გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ტურნირის მესამე დღეს ორივე წრის გამარჯვებული გუნდები: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან: „აკაცუკი“, „ვასკო და გამა“, “რეალ მატერი“ და სკოლებიდან „ევროპული სკოლა“ შეხვდნენ ერთმანეთს.

ფინალში გამართული ასპარეზობის შედეგად გამარჯვება მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდმა „ვასკო და გამა“ (კაპიტანი გიორგი ბურჯანაძე).

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

  • I ადგილი – „ვასკო და გამა“ – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
  • II ადგილი – „რეალ მატერი“ – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
  • III ადგილი – „ევროპული სკოლა“ – ევროპული სკოლა.

ტურნირის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულ გუნდებს სტუდენტური გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრებმა გიორგი ნიორაძემ და როენა ბახიამ თასი, მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.

უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს ასპარეზობაში მიღწეულ წარმატებას.

სტუდენტური გაერთიანება „ალმა-მატერი“ დეკემბერში გეგმავს ამგვარი ტურნირის გამართვას ბათუმის წარმომადგენლობაში, სადაც გამარჯვებული გუნდი „ვასკო და გამაც“ იასპარეზებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი