GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გერმანელი იურისტის, ულრიხ ჰაგენლოხის საჯარო ლექცია გაიმართა

12 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გერმანელი იურისტის ულრიხ ჰაგენლოხის საჯარო ლექცია გაიმართა. ბატონი ჰაგენლოხი გერმანიის მართლმსაჯულების სისტემას 1978 წლიდან შეუერთდა. 2006-დან 2018 წლამდე იგი დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი და საქსონიის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყო.

იგი 2007 წლიდან GIZ-ის ეგიდით აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე სამართლისა და სასამართლო რეფორმებში და განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი.

საჯარო ლექციაზე: “მოსამართლის დამოუკიდებლობა გერმანიაში” ბატონმა ჰაგენლოხმა ისაუბრა მოსამართლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიების შესახებ. გერმანიის კანონმდებლობისა და ისტორიული გამოცდილების მაგალითზე იგი შეეხო იმ ინსტიტუციურ საკითხებს, რომელიც აქტუალურია დღეს მართლმსაჯულების სისტემაში.

მან აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი მოსამართლეები უმნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება,
GIZ სამართლის პროგრამა

საჯარო ლექციის დასასრულს, გაიმართა დისკუსია. ლექციას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენელები, პარლამენტის წევრი, ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები სტუდენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო გამართულ დისკუსიაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური