GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გიორგი ისაკაძესთან შეხვედრა გაიმართა

მოდელირებული პრეს-კონფერენციის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ტელეწამყვან გიორგი ისაკაძესთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თავისებურებები და ტენდენციები. სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებით მსოფლიო ეკონომიკის კონტექსტში, საქართველოში ბიზნესის წარმოების სპეციფიკით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით.

პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ ბიზნესის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების სტუდენტები.

სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა უნივერსიტეტის კამპუსს, მის ულტრა თანამედროვე ინფრასტუქტურას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური