GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სამოტივაციო სპიკერმა დავით კენჭაძემ გამართა მასტერკლასი თემაზე “დიახ, შენ შეგიძლია”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს პრაქტიკოსებთან სტუდენტების შეხვედრა, მასტერკლასებისა და საჯარო ლექციების გამართვა, რომლებიც ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობასა და პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად.

4 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა მასტერკლასი თემაზე: დიახ, შენ შეგიძლია („Yes, You Can”).

წარმატებულმა ბიზნესტრენერმა და სამოტივაციო სპიკერმა დავით კენჭაძემ აუდიტორიას თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა, როგორიცაა: კარიერული და პიროვნული განვითარება, მოტივაცია, მიზანდასახულობა და წარმატების მიღწევის გზები.

მასტერკლასის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური