GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საჯარო ლექცია ჩაატარა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 104-ე აუდიტორიაში, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე ოფიციალური სტატისტიკის წარმოება საქართველოში” ჩაატარა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გოგიტა თოდრაძემ. მან გამოკვეთა სტატისტიკის წარმოების ფუნდამენტური პრინციპები და სტატისტიკური მონაცემების საჭიროება, აუდიტორიას გააცნო საქსტატის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ახალი პროდუქტები და დანერგილი სერვისები.

შეხვედრა ინტერაქტიური ფორმატით წარიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური