GE

გრუნი – განათლების ინტერნაციონალიზაცის კვალდაკვალ

წარმატებით დასრულდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის დირექტორის, გოჩა ოჩიგავას საქმიანი ვიზიტი ჩეხეთში, კარლოსის სახელმწიფო და პოლონეთში, ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

კარლოსის უნივერსიტეტში შეხვედრები გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან (სამაგისტრო სწავლების მიმართულებით), დოცენტ მარტა ხრომასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, დავიდ კოჰოუტთან. შეხვედრაზე განიხილეს: სამაგისტრო საფეხურზე უცხოელი სტუდენტების სწავლების პერსპექტივები, ახალი დისციპლინები, თვითშეფასების ახალი სისტემა აკადემიური პერსონალისათვის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სტუდენტების ჯანსაღი ცხოვრების წესსა და უნივერსიტეტის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას, ასევე, შემდგომი თანამშრომლობის სხვა საკითხებს. გოჩა ოჩიგავას, როგორც კარლოსის უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულს, ეთხოვა უნივერსიტეტებს შორის შემდგომი საქმიანი ურთიერთობების წარმართვა.

ვროცლავის უნივერსიტეტში შეხვედრები (რომლებსაც ორგანიზებას უწევდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივარიუსი, მაგისტრი – თადეუშ იუხნევიჩი) გაიმართა უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის უფროსთან, მათ შორის, საერაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, ურსულა ბროდასთან. განიხილეს: სასწავლო პროცესის მართვა პოსტკოვიდურ პირობებში, სწავლებისა და შეფასების უახლესი მეთოდები, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები, განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესი, სასწავლო პროგრამები უცხოელი სტუდენტებისათვის, საზაფხულო სკოლები და სასწავლო კურსები, თანამშრომლობა სამეცნიერო – კვლევითი მიმართულებით და სხვა.

გოჩა ოჩიგავამ დაათვალიერა შიდასაუნივერსიტეტო სივრცე, აუდიტორიები, საკონფერენციო და ე.წ. სატიტულო – საცერემონიო დარბაზები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, გაეცნო საბიბლიოთეკო მომსახურების უახლეს ფორმებს.

გრუნის ასოცირებულ პროფესორს შესაძლებლობა ჰქონდა შევხვედროდა სპეციალისტებს კრიმინალისტიკის დარგში, მათ შორის, ასოცირებულ პროფესორ რაფალ ჩეშლას.

გრუნი განაგრძობს შემდგომ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური