GE

GRUNI – სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აქვეყნებს ცნობას, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14, გაზაფხულის ნაკადს.

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • GRUNI-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA 3.0-ზე მეტი)
  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA 3.0-ზე მეტი) და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასულია არაუმეტეს 2 წელი.

რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური