GE

გრუნიმ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი მოიპოვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტმა – „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გავლენა ტურიზმის სექტორზე (საქართველოს მაგალითზე)”, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო – საგამომცემლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტის ხელმძღვანელია ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თინათინ ჟორჟოლიანი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა მონოგრაფია, რომელიც შეეხება ტურიზმს, კერძოდ, 2010 – 2021 წლებისათვის უცხოურ ინვესტიციებსა და საქართველოს ეკონომიკურ ზრდას შორის პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირის შესწავლას, ტურიზმის სექტორის განვითარების თავისებურებებსა და აღნიშნულ პროცესებში უპი-ს ნაკადების ზრდისა და ეფექტიანი ინტეგრირების საკითხებს საქართველოში.

თემის ღირებულებასა და მნიშვნელობას განსაზღვრავს, ერთი მხრივ, უპი-ის ნაკადების, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის განუყოფელი ნაწილისა და ეკონომიკის განვითარების ძირითადი კატალიზატორის, თავისებურების შესწავლა და , მეორე მხრივ, ტურიზმის სექტორი, რომელიც შეიძლება იყოს ექსპორტიდან მიღებული ქვეყნის შემოსავლების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის (ახალგაზრდებისა და ქალებისათვის) მთავარი გზა.

პროექტის სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულება განისაზღვრება იმითაც, რომ მასში წარმოდგენილი ანალიზი, დასკვნები და წინადადებები ჯეროვან დახმარებას გაუწევს საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კურსის განსაზღვრასა და კორექტირებაში. შემოთავაზებული რეკომენდაციების ეფექტურად აღსრულების შემთხვევაში კი – ქართული ბიზნესორგანიზაციების საერთაშორისო მასშტაბით დამკვიდრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური