GE

გრუნის და იან კოხონოვსკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება

პოლონეთის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მათი აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ყოველწლიურად უზიარებენ ერთმანეთს თავის ცოდნასა და გამოცდილებას.

მიმდინარე წლის ოქტომბერში პროგრამა ERASMUS+ -ის ფარგლებში პოლონეთში, იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორი თამარ დოლიძე. ერთი კვირის განმავლობაში მან პოლონელი სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები თემაზე: „კომუნიკაცია და ენის ფილოსოფია“.

ამავე პროექტით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა პოლონეთის უნივერსიტეტის პროფესორი ანა კამინსკა. მისი სალექციო კურსი მენეჯმენტის საკითხების განხილვას დაეთმო. ლექციების გარდა ანა კამინსკა შეხვდა ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომლებსაც გაუზიარა თავისი გამოცდილება და წარუდგინა საინტერესო პროექტები. დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა და შემოთავაზებული პროექტების განხორციელება.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის პოლონეთის პარტნიორ უნივერსიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური