გრუნის სამეცნიერო ჟურნალს – „აკადემიური მაცნე“ DOI მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს – „აკადემიური მაცნე”, (ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი), რაც ჩვენს აკადემიურ პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, ამააღლონ მათი ავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ცნობადობის ხარისხი.
DOI არის ბმული ობიექტის მუდმივი ადგილმდებარეობის შესახებ (URL) ან ინფორმაცია (Metadata) ინტერნეტში. ობიექტი შესაძლებელია იყოს ონლაინპუბლიკაცია ან მისი ნაწილი (წიგნი, წიგნის თავი, სტატია) ან ელემენტი (სურათი, ცხრილი, ფორმულა და სხვა), აუდიო და ვიდეოკონტენტი, მონაცემთა კომპლექტი, მონაცემთა ბაზა და სხვა.
ჟურნალი „აკადემიური მაცნე” გამოიცემა ონლაინ წესით, წელიწადში ერთხელ. მიმდინარეობს სტატიების მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო – კვლევით ცენტრს: g.ochigava@gruni.edu.ge
-
გრუნიმ აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მონაწილეობით გამართულ მესამე ონლაინ სესიას უმასპინძლა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პლაგიატიზმის შესახებ ონლაინ ვებინარი ჩატარდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრუნიმ მოსწავლეებისათვის პრაქტიკული ინგლისურის ორთვიანი სასწავლო კურსი დაიწყო by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი