GE

გრუნის სტუდენტები აშშ-ს საელჩოში მიიწვიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში.

2 დეკემბერს გრუნის სამართლის მიმართულების სტუდენტები: ნინი რატიანი, ნიკა ნაჭყებია, გიორგი გოჩიტაშვილი, ქეთევან თოდაძე, მარიამ ზარქუა საელჩოს მიწვევით მონაწილეობდნენ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ფემიციდისა და სექსუალური ძალადობის საკითხებს განიხილავდა.

შეხვედრას უძღვებოდნენ საელჩოს თანამშრომლები და ასევე, სპეციალურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტი.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სტუდენტებმა სპეციალისტებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და თავიანთი მოსაზრებებიც გაუზიარეს მასპინძლებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წარმატებული და აქტიური სტუდენტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო, შავი ზღვის საერთაშორისო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, საქართველოსა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტებიდან.

გრუნის სტუდენტებმა საელჩოს თანამშრომლებისაგან მიიღეს შეთავაზებაც, ეწვიონ უნივერსიტეტს და განაგრძონ დისკუსია ახალგაზრდობისათვის აქტუალურ სხვა საკითხებზეც.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური