GE
გრუნის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს

ახალ წელს ყველა ბედნიერი უნდა იყოს! – ამ სურვილმა კვლავ გააერთიანა გრუნის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს.

მათ საკუთარი ძალებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით საჩუქრები მოამზადეს – რამდენიმე ოჯახს გაულამაზეს ახალი წელი, სურვილები აუსრულეს და მომავლის იმედი შთაბერეს პატარებს, ეს კი კოვიდპანდემიით შექმნილ რთულ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

“თვითმმართველობა კიდევ უფრო გააფართოებს ქველმოქმედების არეალს, მეტ ადამიანს მიანიჭებს სიხარულს, ხოლო უნივერსიტეტის მხარდჭერით მეტ ახალგაზრდას მისცემს საშუალებას მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება… სტუდენტებს სჯერათ, რომ სიკეთე გადამდებია…”, – აღნიშნეს უნივერსიტეტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი