GE

გთუნი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობას აცხადებს

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობას ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის ფაკულტეტზე.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება – (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები) – 10 ადგილი;
  • ტურიზმი – 10 ადგილი;
  • ჟურნალისტიკა – 4 ადგილი;
  • ფსიქოლოგია – 7 ადგილი.
  • სამართალი – 10 ადგილი.

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადები:

  • სტუდენტის რიგგარეშე მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა – 2018 წ. 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით;
  • რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 21 – სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით;
  • სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა – 2018 წლის 2 ოქტომბერი.

მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
  • 2 ფერადი (3×4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);
  • სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვის მოწმობის ასლი;
  • სწავლის ქირის ¼ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ბანკი თიბისი).
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური