GE

გთუნი ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე მაგისტრატურაში დამატებით მიღებას აცხადებს

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს დამატებით მიღებას ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ვაკანტურ ადგილებზე:

სპეციალობა: საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი

საგანი: ბიზნესის საფუძვლები, მიკრო და მაკრო ეკონომიკა – 24.09.2018 წ. – 10:00 სთ.
შერეული ფორმა (წერა და ზეპირი)
საგანი: უცხო ენა (ტესტირება, გასაუბრება) – 25.09.2018 წ. – 10:00 სთ.

სპეციალობა: საბანკო საქმე

საგანი: საბანკო საქმის საფუძვლები – 24.09.2018 წ. – 11:00 სთ.
შერეული ფორმა (წერა და ზეპირი)
საგანი: უცხო ენა (ტესტირება, გასაუბრება) – 25.09.2018 წ. – 10:00 სთ.

სპეციალობა: მასობრივი კომუნიკაცია

საგანი: მასობრივი კომუნიკაცია – 24.09.2018 წ. – 12:00 სთ.
შერეული ფორმა (წერა და ზეპირი)
საგანი: უცხო ენა (ტესტირება, გასაუბრება) – 25.09.2018 წ. – 10:00 სთ.

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან /და პასპორტის ასლი;
3. ოთხი ფერადი (3×4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
4. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ da ნიშნების ფურცელი);
5. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
6. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების მიღება იწარმოებს 18 სექტემბრიდან 21 სექტემბერის ჩათვლით 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა); დამატებითი გამოცდები ჩატარდება შერეული ფორმით.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური