GE

გთუნი “Erasmus+ KA107” მობილობის გრანტის მფლობელი გახდა

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ამჯერად უკვე მეორედ, ინჰოლანდის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, გახდა Erasmus+ KA107 მობილობის გრანტის მფლობელი.

Erasmus+ KA107 პროექტის დაფინანსებით, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წელს ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სასწავლებლად გაემგზავრება:

  • გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ათი სტუდენტი და ოთხი პროფესორი;
  • სტაჟირების გავლის მიზნით, გთუნი-ს ეწვევა ორი სტუდენტი ინჰოლანდის უნივერსიტეტიდან;
  • ამავე პროექტის ფარგლებში 2018-2020 სასწავლო წელს გთუნი-ში ლექციებს წაიკითხავს ინჰოლანდის უნივერსიტეტის რვა პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ 2016-2017; 2017-2018 სასწავლო წელს Erasmus+ KA107 Students Mobility ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის ბიზნესის, ფინანსებისა და სამართლის ფაკულტეტზე ერთი სემესტრით სასწავლებლად იმყოფებოდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რვა სტუდენტი, ხოლო ლექციები წაიკითხა გთუნი-ს სამმა პროფესორმა.

ასევე, 2016-2018 წლებში გთუნი-ში ლექციებს კითხულობდა ოთხი პროფესორი ინჰოლანდის უნივერსიტეტიდან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური