GE

გთუნი კლაიპედას უნივერსიტეტთან ერთად კონფერენციებს, ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებს განახორციელებს

2018 წლის 22 თებერვალს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა (თბილისი, საქართველო) და კლაიპედას უნივერსიტეტს (ლიტვა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას ამ ორ უნივერსიტეტს შორის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი, ასევე კვლევით პროგრამებსა და საგრანტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას, სხვა ორმხრივად სასარგებლო და ურთიერთშეთანხმებული აქტივობების განხორციელებას.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური