GE

გთუნი-მ მაგისტრატურაში სამართლის ფაკულტეტზე დამატებითი მიღება გამოაცხადა

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს დამატებით მიღებას მაგისტრატურის ვაკანტურ ადგილებზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 10 სექტემბრიდან 21 სექტემბერის ჩათვლით 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან /და პასპორტის ასლი;
  • ოთხი ფერადი (3×4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
  • დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის
  • ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მისაღები გამოცდები ჩატარდება:

  • გამოცდა სპეციალობაში:

სისხლის სამართალი – 24.09.2018 წ. 11:00 სთ.
კერძო სამართალი – 24.09.2018 წ. 14:00 სთ.

  • გამოცდა ჩატარდება შერეული ფორმით (წერა და ზეპირი)
  • ტესტირება/გასაუბრება უცხო ენაში:

სისხლის სამართალი – 25.09.2018 წ. 11:00 სთ.
კერძო სამართალი – 25.09.2018 წ. 14:00 სთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური