GE

გთუნის სტუდენტებმა ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

გასულ კვირას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკისმცოდნეობის დაარსების 20 წლისა და თსუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები სალომე გამცემლიძე და თამარ ტოჩილაშვილი იღებდნენ მონაწილეობას.

კონფერენციაზე რამდენიმე სექცია მუშაობდა: ისტორიისა და პოლიტიკის, აშშ-საქართველოს ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის, მკვიდრი ამერიკელების, ლიტერატურისა და ენის, კულტურის, სოციალური საკითხების და სამართლის, ლათინური ამერიკის, ფილოსოფიის, მედიის, მედიცინის, ეკონომიკის და არქიტექტურის.

ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიური კონფერენცია თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური