GE

გთუნი-ში „GOODBYE PARTY“ გაიმართა

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებმა აკადემიური წლის სალექციო კურსის დასრულება „GOODBYE PARTY”-თ აღნიშნეს.
თუმცა გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას წინ სპორტული აქტივობები უძღოდა.

გთუნის სტუდენტებმა თავი სპორტის რამდენიმე სახეობაში წარმოაჩინეს: ფეხბურთი, ფრენბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი და სხვა. იმ დღეს დამარცხებული არავინ დარჩენილა.

უნივერსიტეტის ეზოში ერთმანეთს ენაცვლებოდა გემოვნებიანი მუსიკა, ღიმილიანი და, რაც მთავარია, უკეთესი მომავლის იმედით გულანთებული ახალგაზრდების სახეები.

 

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური