GE

გთუნი-მ 2018-2019 სასწავლო წლის მობილობის მსურველთათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადები გამოაქვეყნა

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადების, ვაკანტური ადგილებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას.

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება – (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
  • ტურიზმი;
  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • საბანკო საქმე;
  • მასობრივი კომუნიკაცია.

სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სამართალი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი.

მობილობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება (რექტორის სახელზე);

2. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. პირადობის მოწმობის ასლი;

4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.gtuni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური