GE

გთუნიში სოფო კილაძემ და არჩილ ყარაულაშვილმა საჯარო შეხვედრა გამართეს – რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შესახებ

დღეს, 26 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მე-17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი სტუდენტებს შეხვდნენ და ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ესაუბრნენ:

  • რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შესახებ;
  • რატომ ევროკავშირი: რა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოაქვს საქართველოსათვის ევროკავშირს;
  • ვიზალიბერალიზაცია: პროცედურები, შეზღუდვები;
  • საქართველო და უსაფრთხოების საკითხები: დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა; საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში და სხვა.

საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური