GE

გუდაურში GIPA-ს ყოველწლიური სათხილამურო ტურნირი ჩატარდა

3 მარტს გუდაურში, GIPA-ს ყოველწლიური სათხილამურო ტურნირი ჩატარდა. აღნიშნულ შეჯიბრებას GIPA-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი და დღეს უნივერსიტეტის ტრადიციას წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ადმინისტრაციასა და ლექტორებს აერთიანებს, როგორც მონაწილეების, ასევე გულშემატიკვართა ამპლუაში.

აღნიშნულ შეჯიბრების წარმატებს GIPA-ს პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაციების ჩართულობა განაპირობებს. შეჯიბრში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში.

ტურნირის ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპოსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით.

გოგონები:
პირველი ადგილი – ანკა ნიჟარაძე
მეორე ადგილი – მარიამ ექსეულიძე
მესამე ადგილი – ანა კარტოზია

ბიჭები:
პირველი ადგილი – გიორგი ჯაბადარი
მეორე ადგილი – რეზი პეტრიაშვილი
მესამე ადგილი – კოტიკო ბოკუჩავა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური