GE

გურიაში დისტანციურ რეჟიმზე მორიგი საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლის კლასი გადავიდა

ოზურგეთის N2 საბავშვო ბაღში ვირუსი მენეჯერსა და მის თანაშემწეს გამოუვლინდათ. შესაბამისად, დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა.

ასევე, ვირუსის დაფიქსირების გამო, ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ერთი კლასი, სადაც ვირუსი მეხუთეკლასელ მოსწავლეს დაუფიქსირდა.

გურიის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ხუთი – ოზურგეთში, სამი – ჩოხატაურში, ხოლო ერთი ლანჩხუთში გამოვლინდა.

სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება გურიის სამ სოფელში: შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური