GE

ჰამბურგში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა გორის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დაასაჩუქრა

22 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი შეხვდა ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს, მთვარისა სადაღაშვილს, რომელიც კონფლიქტის ზონის მცხოვრებია.

მთვარისას ჰამბურგში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, მარიკა ლაფაური-ბურკმა, გაუკეთა საჩუქარი და 1 კვირით ტურისტულ-შემეცნებითი ტური მოუწყო. ჰამბურგში უნივერსიტეტის სტუდენტს ემიგრანტებმა გადასცეს სიმბოლური საჩუქრები. მთვარისას ვიზიტს გამოეხმაურა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწია.

შეხვედრაზე კი რექტორმა მოისმინა გორის უნივერსიტეტის სტუდენტის შთაბეჭდილებები და მას აღუთქვა სწავლის დაფინანსების მხარდაჭერა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური