GE

IBSU-ს რექტორმა ხელი მოაწერა „Erasmus + KA2“ პროექტის HERD ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ

27 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ ხელი მოაწერა Erasmus + KA2 პროექტის HERD ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ.

პროექტის სახელწოდებაა „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით“, რომლის მიზანია კვლევითი შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი განათლების სფეროში. პროექტის ბიუჯეტია 931 648.00 ევრო. პროექტის მიზნებია:

  • ერთობლივი კვლევით პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი აქტივობების დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას მიზნობრივ უნივერსიტეტებში.
  • ქართული ონლაინ კვლევითი პორტალის შექმნა, რომელიც გამოაქვეყნებს თანამედროვე ინფორმაციას საქართველოში არსებული აკადემიური ინსტიტუტების აქტივობების, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის შესახებ.
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის უნარების გაუმჯობესება მაღალი ხარისხის კვლევის მენეჯმენტის, ინსტიტუციური კვლევითი მონაცემების ანალიზის, შემდგომი პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დაფუძნების მიზნით.
  • მიზნობრივი უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაზრდა კვლევითი გადასვლისა და უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გზით.

პროექტის პარტნიორები „პროგრამის ქვეყნებიდან“: 1. დრესდენის ტექნიკური უნივერსიტეტი – გერმანია 2. კლერმონ ალუერგნეს უნივერსიტეტი – საფრანგეთი 3. სოფია ანტიპოლისის უნივერსიტეტი – საფრანგეთი პარტნიორები საქართველოდან: 1. ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (HERD პროექტის კოორდინატორი) 2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 4. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 5. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7. ი. გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8. ვ. სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 9. კავკასიის უნივერსიტეტი 10. დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 12. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 13. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 14. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 15. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 16. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) 17. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური