GE

’’IBSU სასკოლო ოლიმპიადა 2018“ გაიმართება – მე-12 კლასელებისთვის მონაწილეობა სრულიად უფასოა

2018 წლის 11 მარტს, 10:00 საათზე, ’’IBSU სასკოლო ოლიმპიადა 2018“ საქართველს ხუთ ქალაქში ერთდროულად გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, მარნეულის და მიმდებარე რაიონების ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში.

ტექნიკური მიმართულება მოიცავს 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, 3 საგანს : ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

ტესტებზე პასუხების გასაცემად 100 წუთი იქნებათ მოსწავლეებს და 75 კითხვისგან შედგება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებებიან Ipad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100%-იანი, 75%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტით.

ოლიმპიადის სასწავლო გრანტით აბიტურიენტი ისარგებლებს მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური