GE

იცით, წელს ერთ აბიტურიენტს რამდენი პრიორიტეტული პროგრამა ჰქონდა შერჩეული?

იცით, 2021 წელს ერთ აბიტურიენტს რამდენი პრიორიტეტული პროგრამა ჰქონდა შერჩეული? რეკორდი მოირყა, მაგრამ გადარჩა:

პირველ ადგილზე გავიდა აბიტურიენტი, რომელმაც 403 (ოთხას სამი) პრიორიტეტული პროგრამა შეარჩია!! მეორე ადგილზე მყოფს – 209 და მესამე ადგილზე – 194 პრიორიტეტული პროგრამა ჰქონდა შერჩეული.

ვერცერთი „გამარჯვებული“ სტუდენტი ვერ გახდა.

რამდენი საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევა არის ოპტიმალური აბიტურიენტისთვის პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში განაცხადის შევსების დროს?

ყველა აბიტურიენტს პრიორიტეტული პროგრამების შერჩევის დროს თავისი სტრატეგია აქვს და ამ საკითხში ჩვენი რჩევებით ჩარევას არ ვაპირებთ.

მხოლოდ, ოდნავ ციფრებზე და პროგრამების უზარმაზარი სიის შექმნის მიზანშეწონილობაზე ვისაუბრებთ.

2021 წელს, 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. აქედან 73.97% პირველ ადგილზე, ანუ პირველი პრიორიტეტით შერჩეული პროგრამით ჩაირიცხა.

1-ლ ადგილზე შერჩეულ პროგრამაზე – 73.97% ჩაირიცხა;
მე-2 ადგილზე – 14.64%;
მე-3 ადგილზე – 5.20%;
მე-4 ადგილზე – 2.39%;
მე-5 ადგილზე – 1.32%;
სხვა ადგილებზე – 2.48%.

ვხედავთ, რომ სხვა არჩევანში 2,48% პროცენტი მაინც არსებობს და, ალბათ, „გარისკვა“ არ ღირს. რატომ ამ მოვნიშნოთ პროგრამები მეტობით, მითუმეტეს, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრი ამის საშუალებას გაძლევს?

რასაკვირველია, უნდა მონიშნოთ მეტი, თუ უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიმე ფაკულტეტზე მაინც მოხვედრა გსურთ. მაგრამ, გონივრული ზღვარიც არსებობს.

წელს, მაგალითად, ერთი აბიტურიენტი (0.003%) 27-ე(!!) ადგილზე არჩეული პროგრამით ჩაირიცხა. რა ვიფიქროთ იმ ,,უთავმოყვარეო“ უნივერსიტეტზე, რომელიც ასეთ აბიტურიენტზე უარს არ ამბობს? რას იზამ, საქართველოში უმაღლეს განათლებაში უკვე დიდი ხანია ასეთი მახინჯი სისტემა არსებობს.

უპირობო ლიდერად კი 2017 წლის აბიტურიენტი რჩება, მას 483 „პრიორიტეტული“ პროგრამა ჰქონდა შერჩეული.

წელს, აშკარად, უკეთესი შედეგებია, ანუ, ყველაფერი კარგად არის.

ასევე საინტერესო ინფორმაცია:
აპელაციის შედეგად, აბიტურიენტს 21 ქულა მოემატა!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm