GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 22 აპრილს ღია კარის დღეს მართავს – რეგისტრაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 22 აპრილს, 12:00 საათზე ღია კარის დღეს გამართავს.

როგორ დავრეგისტრირდე ილიაუნის ღია კარის დღეზე? – ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

წინასწარი რეგისტრაცია, ერთი მხრივ, დაგვეხმარება წინასწარ განვსაზღვროთ დამსწრეთა რაოდენობა და თქვენთვის კომფორტულ გარემოში ჩავატაროთ ღია კარის დღე. ასევე თქვენი ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმოთ ღია კარის პროგრამა – შეგახვედრო თქვენთვის საინტერესო პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებს.

ვის შეუძლია ღია კარის დღეზე დასწრება? – ილიაუნის ღია კარის დღე განკუთვნილია სკოლის დამამთავრებელი კლასების (მე-11, მე-12 კლასი) მოსწავლეებისთვის.

რა ინფორმაციას მივიღებ ღია კარის დღეზე? – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე:

  • მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას იმ შეთავაზებებზე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიები, დაფინანსების მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები, კონკურსები, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამები და სხვ.), რომელთაც უნივერსიტეტი გთავაზობთ 2018 წელს;
  • საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეხვდებით შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლებს და საბაკალავრო პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებს – დაუსვამთ მათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს პროგრამების თავისებურებებზე;
  • დაესწრებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის წარმომადგენლების მასტერკლასებს, რომლებიც წლევანდელ სიახლეებს გაგაცნობენ.

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. სარეგისტრაციო ფორმაში აირჩიოთ ღია კარის დღეზე დასწრების თქვენთვის სასურველი თარიღი და მიუთითოთ ტელეფონის ნომერი, რომლითაც სარგებლობთ, ასევე ელექტრონული მისამართი (email), რომელსაც იყენებთ, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენთან დაკავშირება და შეხვედრის ზუსტ ადგილმდებარეობაზე ინფორმაციის მოწოდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
pr@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (352)

მისამართი: ილიაუნის თეატრი (ი.ჭავჭავაძის N32)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური