GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2019-2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)

ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 13 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, თბილისი).

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური