GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-9 საერთაშორისო გამოფენაზე ინტერაქტიული სტენდით იქნება წარმოდგენილი – დეტალები

22-23 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათამდე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონში განათლების მე-9 საერთაშორისო გამოფენაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ინტერაქტიული სტენდით იქნება წარმოდგენილი.

სტენდთან დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ იმ სიახლეებისა და შესაძლებლობების (სტიპენდიები, კონკურსები, საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ.) შესახებ, რომელთაც ილიაუნი 2019-2020 სასწავლო წელს აბიტურიენტებს სთავაზობს.

23 თებერვალს, 16:30 საათზე, „ექსპო ჯორჯიას” მე-11 საგამოფენო პავილიონში განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ სანდრო ასათიანის საჯარო ლექცია თემაზე: „ტექნოლოგიური ლაბორატორიების როლი განათლებაში“, ხოლო 17:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნანა დიხამინჯიას საჯარო ლექცია თემაზე: „რობოტიქსი და ხელოვნური ინტელექტი“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური