GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

13-20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 13 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) დაიწყო და 20 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირეული გახსნა და 2018 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ.

ღონისძიების გახსნაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ ილიას მედლით დააჯილდოვა პროფესორი თემურ ზაქარაშვილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციისთვისგავლენიან გამოცემაში NATURE PHYSICS.

კვირეულზე სამეცნიერო-კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები.

იხ. ღონისძიების განრიგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური