GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S. NEWS & WORLD REPORT BEST GLOBAL UNIVERSITIES რეიტინგში მოხვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S. News & World Report Best Global Universities რეიტინგში მსოფლიოს 90 ქვეყნის 1750 საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის 631-ე ადგილს იკავებს და ამ ადგილს იყოფს ფრანგულ უნივერსიტეტთან University of Paris-Est Creteil.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამავე რეიტინგის აზიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რანგირებულ სიაში 137-ე ადგილი დაიკავა.
რეიტინგი სწავლის გაგრძელების მსურველებს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შედარებითი კვლევისა და ზოგადი რეპუტაციის პარამეტრების შესწავლას სთავაზობს.

აღნიშნული რეიტინგი ითვლება 13 ინდიკატორისა და თითოეული ინდიკატორისთვის შეწონილი მნიშვნელობის მინიჭების გზით. usnews.com-ზე რეიტინგში შემავალი თითოეული უნივერსიტეტის გვერდზე ხელმისაწვდომია როგორც ერთიანი შეფასება – გლობალური ერთიანი ქულა, ასევე – 13-დან თითოეულ ინდიკატორში მიღებული შეფასება, პოზიცია, რაც სწავლის მაძიებელ სტუდენტებს უნივერსიტეტების საფუძვლიანი შედარებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

დარგობრივ რეიტინგში Physical Sciences (ამ რეიტინგისთვის აერთიანებს ისეთ  მიმართულებებს, როგორებიცაა: ნაწილაკებისა და ბირთვული ფიზიკა, მათემატიკური ფიზიკა, კვანტური ფიზიკა და თეორიული ფიზიკა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 750 უნივერსიტეტიდან 415-ე ადგილი დაიკავა და ეს პოზიცია გაინაწილა ფრაიბურგის უნივერსიტეტთან (შვეიცარია), პორტოს უნივერსიტეტსა (პორტუგალია) და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან (აშშ).

მეთოდოლოგია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური