GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს ბაზაზე დეკემბერში გაიმართა ზამთრის სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს ბაზაზე დეკემბერში გაიმართა ზამთრის სკოლა „ლიტერატურის, პოლიტიკის, ხელოვნებისა და კულტურის სამეტყველო ენა გააზრებული ლიბერალური განათლების კონტექსტში“. სკოლა ორგანიზებული იყო ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ინტერაქციულ ლექციებს უძღვებოდნენ თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის პროფესორები: გია ნოდია, მანანა ანასაშვილი, ნესტან რატიანი, მარიამ გველასიანი და დავით დარჩიაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური