GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი ილიას მედლით დაჯილდოვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ ილიას მედლით დააჯილდოვა პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციისთვის გავლენიან გამოცემაში NATURE PHYSICS.

ჯილდო 2017 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ილიას ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა და ყოველწლიურია. ილიას მედალი გადაეცემათ მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური