GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს. პროტესტის უკიდურეს ზომას 15-მა ახალგაზრდამ მიმართა და ამბობენ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.

ბიზნეს სკოლის სტუდენტების ნაწილი რექტორ გიგა ზედანიას კაბინეტთანაა მობილიზებული და მის გადადგომას ითხოვს. მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ულტიმატუმი წაუყენეს და შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს, თუმცა, გიგა ზედანიამ ის არ დააკმაყოფილა.

აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეებს კიდევ რამდენიმე სტუდენტი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ილიაუნის ადმინისტრაცია სტუდენტებს რამდენიმეჯერ შეხვდა, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. გუშინ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუდენტებს განცხადებითაც მიმართეს.

ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტში დაგეგმილ რეორგანიზაციას და დეკანის თანამდებობიდან გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური