GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გლობალური სამეწარმეო ქსელის ორგანიზებით მეწარმეობის მსოფლიო თასის ნახევარფინალი გაიმართება

მეწარმეობის მსოფლიო თასი არის საერთაშორისო სტარტაპ  კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს 150 000–ზე მეტი სტარტაპი და ინოვატორი 200 ქვეყნიდან.

ღონისძიების  ორგანიზატორები არიან გლობალური სამეწარმეო ქსელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები – მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინგლისურ ენოვანი ონლაინ გამოცემა Caucasus Business Week და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა.

პროექტის ფარგლებში მოხდა რვა  ნახევარფინალისტის შერჩევა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 20 ივლისს დაგეგმილ ადგილობრივ ფინალურ ღონისძიებაში.

ადგილობრივი ფინალი გაიმართება 2021 წლის 20 ივლისს, 19:00 საათზე, სადაც ჟიურის წევრების მიერ მოხდება გლობალური ფინალისტისა და ადგილობრივი გამარჯვებულების შერჩევა.

გლობალური ფინალისტი მონაწილეობას მიიღებს გლობალურ Startup Bootcamp–ში, ამასთან შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მეწარმეობის მსოფლიო თასის ფინალურ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება ნოემბერში საუდის არაბეთში და მოიპოვოს მილიონ დოლარამდე ფულადი პრიზი.

იდეისა და ადრეული განვითარების ეტაპზე მყოფ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ მხარდაჭერა და ჯილდო ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციებისგან, მათ შორის პრეს-აქსელერატორი Zoomout -სა და Gepra-სგან.

ღონისძიების დღის წესრიგი:

  • მისალმება და გაცნობა – 19:00 – 19:10
  • მონაწილეთა პრეზენტაციები – 19:10 – 20:30
  • Citypay.io – 19:10 – 19:20
  • Dinespace – 19:20 – 19:30
  • Stack – 19: 30-19: 40
  • Omofox – 19: 40-19: 50
  • Ebazaar.ge – 19:50 – 20:00
  • Sustainable Geniuses – 20: 00-20: 10
  • Green Lab – 20: 10-20: 20
  • Sele Joy – 20: 20-20: 30
  • გლობალური და ადგილობრივ გამარჯვებულების შერჩევა – 20: 30-21: 00
  • გამარჯვებულების განცხადება – 21:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი