GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დოქტორი ალექსანდრე ტილე ეწვია

25 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრე ტილე სახელმწიფოს შესწავლისა და პოლიტიკის მეცნიერებების ინსტიტუტიდან.

სტუმარი პროფ. გია ნოდიას და ქრისტინე მარგველაშვილს შეხვდა. მათ ისაუბრეს დოქტორანტ ქრისტინე მარგველაშვილის სადოქტორო პროექტზე და ველის მოსამზადებელ სამუშაოებზე საქართველოში. 26 სექტემბერს კი დოქტორმა ტილემ თავის სამ სტუდენტ-ასისტენტთან ერთად გამართა ლექცია-დისკუსია „გერმანიის სახელმწიფო სისტემის შესახებ“. მოხსენების პირველი ნაწილი დაეთმო გერმანიის სახელმწიფო სისტემის მთავარი პრინციპების გაცნობას, შემდეგმა მომხსენებელმა ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებზე გერმანიაში, ლექცია დამთავრდა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს როლის განხილვით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური