GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო ვორკშოფი: „კავკასიის გზა გლობალური ისტორიისკენ“

13 ივნისს, 09:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო ვორკშოფი: „კავკასიის გზა გლობალური ისტორიისკენ“ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მასში მონაწილეობა მიიღეს ევროპის, ამერიკისა და საქართველოს უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერებმა. მთავარი მომხსენებელი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფრიდრიხ მაინეკეს ინსტიტუტის პროფესორი სებასტიან კონრადი გახლდათ, რომელმაც განიხილა გლობალური ისტორია, როგორც ისტორიის კვლევისა და სწავლების ახალ მეთოდოლოგიური ჩარჩო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური