GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „პრინტელი“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ „პრინტელის“ („ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) საერთაშორისო კონფერენცია-სამუშაო შეხვედრა.

კონფერენციას დაესწრნენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე შეაფასეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობა, განიხილეს არსებული მიღწევები და გამოწვევები, მიმოიხილეს პარტნიორ ქვეყნებში არსებული ტრენინგცენტრების მოდელები და გააზიარეს პრაქტიკული გამოცდილება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური