GE

ილიას უნივერსიტეტში გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექცია: „განათლება და ეკონომიკური ზრდა“ გაიმართება

12 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსი“-ში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი,  გიორგი ქადაგიძე  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლება და ეკონომიკური ზრდა“.

მომხსენებელი ისაუბრებს განათლებისა და ეკონომიკური ზრდის კორელაციის საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარებადი ქვეყნების გამოწვევებზე ამ მიმართულებით. ასევე განიხილავს, თუ რა წილი აქვს განათლებას ევროპული ქვეყნების სახელმწიფო ხარჯებსა და მთლიან შიდა პროდუქტში; სად არის საქართველო ამ მიმართულებით და რამდენად კრიტიკულია არსებული მდგომარეობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური