GE

ილიაუნი აბიტურიენტებს სტიპენდიებს სთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ აბიტურიენტებს, რომლებიც არჩევანს ილიაუნიზე გააკეთებენ, სტიპენდიებს სთავაზობს.

აბიტურიენტი 1000-ლარიან დაფინანსებას მიიღებს, თუ ჩააბარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის:

  • ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნება ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ექნება;
  • სამართლის სკოლაში და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა ექნება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური