GE

ილიაუნი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2019 წლის 14 აგვისტოდან 24 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 14 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრობის კანდიდატი.

მაგისტრობის კანდიდატებისთვის, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას, საგამოცდო და გამოცდების შედეგების აპელაციის პერიოდად განსაზღვრულია პერიოდი 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდების დეტალური განრიგი გამოქვეყნდება არაუგვიანეს 27 აგვისტოსი.

იხილეთ სასარგებლო ბმულები:

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და ვაკანტური ადგილები
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური