GE

ილიაუნი საგრანტო კონკურსის მონაწილე სტუდენტებს უფასო მოსამზადებელ კურსს სთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს გთავაზობთ საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელ უფასო ინტენსიურ კურსს.

კურსის აღწერა
საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელი კურსი ფარავს გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და შედგება 12 სესიისგან, თითოეულის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.

მონაწილეობის პირობები
კურსი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ სასწავლო გრანტის გაუმჯობესება.

მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: http://bit.ly/dsacourse

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მაისი.

*კურსთან დაკავშირებულ ინფორმაციას შერჩეული მონაწილეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

ვრცლად კურსის შესახებ 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური