GE

ილიაუნიმ ავსტრიული უნივერსიტეტების დელეგაციას უმასპინძლა

2019 წლის 14-15 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერაზმუს + საქართველოს ოფისის საკონტაქტო სემინარის ფარგლებში უმასპინძლა ავსტრიული უნივერსიტეტების დელეგაციას.

სემინარში 14 ავსტრიული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და ავსტრიის Erasmus+ ოფისის წარმომადგენლები, ავსტრიის საერთაშორისო მობილობის სააგენტო განათლების, მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით (OeAD).

სემინარის მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების მიმოხილვა ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის, პარტნიორობის კონკრეტული გეგმბის დასახვა და ასევე იმ საგრანტო სქემების მიმოხილვა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება სამომავლო თანამშრომლობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური