GE

ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გლობალური ჰაკათონი – NASA International Space App Challenge გაიმართება

პირველად საქართველოში 19-21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი – NASA International Space App Challenge გაიმართება.

ჰაკათონი საქართველოში ტარდება თბილისის სტარტაპბიუროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ორგანიზებით.

NASA International Space App Challenge არის ყველაზე დიდი ჰაკათონი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება და დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს.

ჰაკათონის ფარგლებში შექმნილ საუკეთესო პროექტებს ორგანიზატორები წარადგენენ საერთაშორისო ჯილდოზე.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს – მეცნიერს, დიზაინერს, გამომგონებელს, მშენებელს, კოდერს, ტექნოლოგს და სხვ.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაციის გავლა არაუგვიანეს ამა წლის 16 ოქტომბრისა.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მონაწილეები შეირჩევიან არაუგვიანეს ამა წლის 17 ოქტომბრისა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური