GE

ილიაუნის, აშშ-ის სელჩოსა და კულტურული მემკვიდორების დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია

13 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და კულტურული მემკვიდორების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს უფლისციხეში.

პროექტის ფარგლებში, უფლისციხის ნაკრძალის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის, გამაგრება-კონსოლიდაციისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიმუშავებს.

ძეგლზე კომპლექსური მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება და ერთიანი კვლევების საფუძველზე შემუშავდება ძეგლის მოვლის სამუშაოები.

გამოვლინდება კლდოვანი მასივის კრიტიკული არეალები, გატარდება კლდის შესაძლო ნგრევის საწინააღმდეგო ღონისძიებები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ძეგლის კონსერვაციის მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

უფლისციხეში სამუშაოების პრეზენტაციას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადენლები ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური